კოლუმბია მზად არის დასავლეთისთვის ენერგორესურსების მოპოვება გაზარდოს და რუსული იმპორტი ჩაანაცვლოს

კოლუმბიის ხელისუფლება პირობას დებს, რომ დაეხმარება დასავლეთის ქვეყნების ნაწილობრივ ან მთლიანად თქვან უარი რუსულ ენერგორესურსებზე და ის კოლუმბიურით ჩაანაცვლონ. ამისათვის ქვეყანა ნავთობის, ქვანახშირის და გაზის მოპოვებას გაზრდის. ამის შესახებ კოლუმბიის პერზიდენტმა, ივან დუკემ სიენენთან საუბარში განაცხადა. მან რუსეთის უკრაინაში შეჭრას გენოციდი უწოდა.

“ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რესურსები, რომლებსაც არ ვიყენებთ. შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი ქვანახშირის რესურსები გვაქვს, შეგვიძლია უფრო მეტი ნავთობი და გაზი მოვიპოვოთ. კოლუმბიას დღესვე შეუძლია გაზარდოს ქვანახშირის მოპოვება.

რუსეთის ქმედება უკრაინაში არის გენოციდი. ჩვენ ეს უნდა შევაჩროთ. ეს სიგიჟეა“–თქვა კოლუმბიის პრეზიდენტმა.

კოლუმბიის პრეზიდენტი სამდღიანი ვიზიტით ნიუ იორკში იმყოფება.