ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნით, რეკომენდებულია მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანა “ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს”.
კონსილიუმის დასკვნით, მოსალოდნელი გართულებები უახლოეს მომავალში შეიძლება იყოს:
- ვერნიკეს ენცეფალოპათიის დამძიმება – კომით, ეპილეფსიური სტატუსით
- ჰიპოკალემიით გამოწვეული ლეტალური არითმია, რაბდომიოლიზი, თირკმლის უკმარისობა
- გასტრო ინტესტინალური სისხლდენა
- ჰემოლიზი – თალასემია + ჰიპოფოსფატემია
- პულმონური ემბოლიზმი (იმობილიზაციის და დეჰიდრატაციის გამო)
- გულის უკმარისობა
- შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, კვების აღდგენის (რეფიდინგის) სინდრომი.