კომენდანტის საათი დაირღვევა- ცქიტიშვილი აღდგომას ეკლესიაში ღამისთევაზე

ინფრასტრუქტურის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, თუ მრევლი აღდგომას ეკლესიაში მასობრივად შეიკრიბება, კომენდანტის საათი დაირღვევა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მრევლი 20:00 საათზე მივიდეს ტაძარში და დილის 6-ის შემდეგ წამოვიდეს, არსებობს მეორე, 3 ადამიანზე მეტის შეკრების რეგულაციაც, რაც ტაძარში შეკრებით დაირღვევა.

,,კომენდანტის საათის წესები არის ძალიან მკაფიო და გადაადგილება ღამის 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე არ არის ნებადართული. ამასთან ერთად, არ არის ნებადართული 3 ადამიანზე მეტი ადამიანის შეკრება, შესაბამისად, ამ ორი პირობის კომბინაციით, რა თქმა უნდა, დაირღვევა კომენდანტის საათი, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება ეკლესიაში თუ ნებისმიერ სხვა სივრცეში”,- აცხადებს ცქიტიშვილი.

კითხვაზე, ეხებათ თუ არა შეზღუდვა სასულიერო პირებსაც, რომლებმაც მსახურება უნდა აღასრულონ, ცქიტიშვილი პასუხობს:

“შეზღუდვა ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს. შეზღუდვები არის გავრცელებული საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. შესაბამისად, ეს რეგულაციები, რომელიც არის დადგენილი, მოქმედებს ყველაზე”, — განაცხადა მან.

მთავრობის განცხადებით, აღდგომის მოახლოებასთან დაკავშირებით, საპატრიარქოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუ როგორ ჩატარდეს დღესასწაული.

დეკანოზი შალვას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც კი შესაძლებელია აღდგომის ღამეს მრევლის ეკლესიაში მივიდეს.  მეუფე ანტონი ამბობს, რომ ,,ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს, ღვთისმსახურება მაინც არ შეწყდება.