კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება.

“ამ ეტაპზე, ძალაში რჩება, ღამის საათებში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ტენდენციებს და როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა”, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

კომენდანტის საათი საქართველოში უკვე ნახევარ წელზე მეტია მოქმედებს.