“კომენდანტის საათი მალე ყოველგვარი დოლ-გარმონის გარეშე მოიხსნება” – ამის შეასახებ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “პირველი არხის” ეთერში განაცხადა. ცერცვაძის თქმით, გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით გამართული დაუმორჩილებლობის აქცია პროვოკაციული ნაბიჯი იყო. ამის შესახებ ცერცვაძემ პირველ არხთან განაცხადა.
“იმის მაგივრად, რომ ეს ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია გავამყაროთ და ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით, პირბადეების ტარებით, სოციალური დისტანცირებით და სხვა, რა მოხდა, მოხდა ძალიან ცუდი რამ. იყო საპროტესტო აქცია კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით. ეს მიმაჩნია პოპულისტურ, გაუმართლებელ, პროვოკაციულ ნაბიჯად და რატომ? ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმ კატეგორიას, რომელიც დაუმორჩილებლობის ფორმით აპროტესტებდა კომენდანტის საათს, სხვა არაფერი დარჩა გასაპროტესტებელი.ქვეყანა შესანიშნავად მართავს კოვიდსიტუაციას, საათივით აწყობილად მუშაობს კლინიკური სექტორი, მაქსიმალურად მოიხსნა შეზღუდვები. იმის მაგივრად, რომ ამას მადლიერება და გვერდით დგომის სურვილი გამოეწვია, ზოგიერთში გამწარებისა და გაბოროტების სურვილი გამოიწვია რომ, თუ ყველაფერი კარგად არის, მაშინ მთავრობა კარგად მუშაობს და ისინი ფუნქციას კარგავენ. ეს აშკარად იკითხებოდა, რაც ძალიან სამწუხაროა. იქ დოლებითა და რაღაც ატრიბუტებით, მხატვრული გაფორმებით დაუმორჩილებლობის აქცია, როცა ამის არავითარი საჭიროება არ იყო. მინიმალური შეზღუდვაა დარჩენილი, კომენდანტის საათი და ისიც ყოველგვარი დოლ-გარმონის გარეშე მოიხსნება მოკლე დროში”, – განაცხადა ცერცვაძემ.