“ძალიან ცუდია თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
ისე, ზოგიერთი ტელევიზიიდან ფაბრიკაციებიც ბევრი გვინახავს, ცილისწამებებიც. სამწუხაროდ, თავად ტელევიზიებმა შეგვაჩვიეს, რომ ახალი ამბები “იქმნება” და არა უბრალოდ შუქდება.
ტყუილის და მართალის შერევით კი ყველაზე საშიში ცილისწამებები იქმნება.
ამიტომ კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ”
წერს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე. ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ფარული ჩანაწერები სასულიერი პირების შესახებ, რომელმაც სავარაუდოდ სუს-დნ გამოჟონა.