საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა გამართულ ბრიფინგზე TBC ბანკისა და საქართველოს ბანკის განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს.
“კომერციულ სექტორს, რა თქმა უნდა, არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს, იმიტომ რომ კომერციული სექტორი არის საქართველოს კომერციული სექტორი და ხელმძღვანელობს ჩვენი კანონმდებლობით, მაგრამ, მინდა განვმარტო, რომ ჩემი ბრიფინგი დავიწყე სწორედ იგივე წინადადებით, იგივე ინფორმაციით, რომ ჩვენც ცალსახად ვასრულებთ და ვაგრძელებთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. […]
არის გარკვეული ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები, რომლებიც ასეთ დროს არ არის ხოლმე უგულებელყოფილი, აქედან გამომდინარე, სრულ უნისონში ვართ საქართველოს საფინანსო სექტორთან, კომერციულ ბანკებთან. ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საფინანსო სანქციებს და ზოგადად, ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს, ასევე, მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ ვიცით, თითოეულ საფინანსო ინსტიტუტს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებები გააჩნია, რასაც პატივს ვცემთ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.