კომისიის სხდომაზე ოქრუაშვილის გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

სხდომაზე მისვლაზე უარის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმე პროკურატურას კომისიამ 27 მარტს გადასცა.

“სახეზეა კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, შესაბამისად, შემოგთავაზებთ, რომ კენჭისყრაზე დავაყენოთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ეს შემთხვევაც გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას. თუ ყველა მომხრე იქნება, დღესვე გაიგზავნება საღამოს”. – თქვა წულუკიანმა.