იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვეტოს მხარი არ დაუჭირა. საკითხს საბოლოოდ კენჭს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან.
“ეს სამწუხარო ფურცლად შევა პრეზიდენტის ინსტიტუტის თვალსაზრისით, დღეს რაც ჩვენ ვიხილეთ, რომ თურმე უნდა წარმოადგინონ საკითხი შინაარსობრივი განხილვის გარეშე. ეს ჩვენი საზოგადოებისთვის მიგვინდია. მქსიმალურად კორექტული ვიყავით. მობრძანდა პრეზიდენტის წარმომადგენელი და იკადრა უკადრებელი”, – თქვა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კენჭისყრის დაწყებამდე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს პრეზიდენტის ვეტოს მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავდნენ. მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ წარადგინა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.