კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანია აღნიშნავს, მათ ელექტრონულ ფოსტაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა და მედიასაშუალებებს გაეგზავნათ ცრუ ინფორმაცია.
„დღეს დილით კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” ფოსტაზე განხორციელდა კიბერთავდასხმა და მოხდა ელექტრონულ ფოსტაში გარედან შეღწევა, რის საფუძველზეც რამდენიმე მედიასაშუალებას დაეგზავნა ცრუ ინფორმაცია. “თბილისის მიკროავტობუსის” კომპიუტერული უზრუნველყოფის დეპარტამენტი მუშაობს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრაზე და მომხდარის შესახებ კომპანია შეატყობინებს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, დილით, კომპანიის სახელით გავრცელებული ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილზე, მიკროავტობუსისა და სატვირთოს შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.