პროფკავშირების ინფორმაციით, კომპანია “ნაბეღლავის” მძღოლები გაიფიცნენ.
გაფიცულები ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
მათი თქმით, ხელფასი ამჟამად 650 ლარი აქვთ და 1300 ლარამდე გაზრდას ითხოვენ, რათა მინიმალური საჭიროებები დაიკმაყოფილონ.
კომპანიის მენეჯმენტის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.