კომპანია DHL–მა რუსეთში ტვირთების და წერილების ჩატანა შეაჩერა
გერმანულმა ლოჯისტიკურმა კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთსა და ბელარუსში ტვირთების და წერილების გადაზიდვას წყვეტს. მანამდე რუსეთში მუშაობის შეჩერების შესახებ კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ლოჯისტიკურმა კომპანიამ განაცხადა, მათ შორის UPS–მა.