პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, დამსაქმებლები შენარჩუნებული სამუშაო ადგილებისათვის სახელმწიფოსგან ექვს თვიან შეღავათს მიიღებენ.
მისი თქმით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში 750 ლარამდე ხელფასი სრულად, ხოლო 750 ლარიდან 1500 ლარამდე ხელფასები 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.
მთავრობის ცნობით, ეს ნაბიჯი ბიუჯეტს 250 მილიონი ლარი დაუჯდება.
ამასთან ერთად, დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც სამსახური საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ, ანუ ჯამში 1200 ლარს.
ასევე, რაფორმარულ სექტორში დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები, შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში ერთჯერადად 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ.