კომპანიებს აკოტრებდა, ხულიგნურ პროვოკაციებს აწყობდა – კალაძე მელიაზე

თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას “დღემდე ქვეყნისა და ქალაქისთვის არასდროს არაფერი გაუკეთებია”.

ის არჩევნების მეორე ტურში თავის კონკურენტს კომპანიების გაკოტრებაში ადანაშაულებს.

“კერძო კომპანიებს აკოტრებდა, სახელმწიფო შენობებში შეჭრას ცდილობდა და გამუდმებით ხულიგნურ პროვოკაციებს აწყობდა”,– ამბობს კახა კალაძე ვიდეომიმართვაში.

ის მოუწოდებს ამომრჩეველს, დაასრულონ “ბოლშევიზმი და ბოროტება”, რასაც, მისი აზრით, ნაციონალური მოძრაობა განასახიერებს.