კომპასი დაკარგა ეს ოხერი? რამდენი წელია, “რაზგონს” იღებს – ელისაშვილი სააკაშვილზე

პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიხელ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება და კითხვას სვამს, რით ვერ ჩამოვიდა საქართველოში ამდენი წელია? მისი თქმით, ასეთი განცხადებებით ის ქართულ ოცნებას აძლიერებს.

“ასეთ არასერიოზულ რაღაცებს რატომ აკეთებს, ვერც ვხვდები. კომპასი დაკარგა ეს ოხერი? საქართველო არ იცის, სად არის? რამდენი წელია, “რაზგონს” იღებს და რით ვერ ჩამოვიდა საქართველოში, არ იცის, სად არის? ხომ არის თვითონ უკრაინაში, დახედოს, არის მერე ზღვა და მერე არის საქართველო, რაღაცნაირად უნდა მოვიდეს საქართველომდე თუ მოსვლის შნო და თავი აქვს, თუ არადა, რავიცი ახლა, ასეთი განცხადებებით ის ქართულ ოცნებას ეხმარება და აძლიერებს, მეტი არაფერი,”– განაცხადა ელისაშვილმა ტვ პირველის ეთერში.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. სააკაშვილი ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ საქართველოში ბრუნდება.