ამ წუთებში, გლდანის ციხის ტერიტორიაზე კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი მიიტანეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად იყო აღჭურვილი და ყველა საჭირო აპარატურა უკვე იყო იმისთვის რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაეყვანათ.
გლდანის ციხის საავარმყოფოს, ეზოში საპოლიციო ძალების უპრეცენდენტო მობილიზებაა და ამასთან ერთად ხელისუფლებამ ადგილზე წყლის ჭავლის მანქანებიც მიიყვანა, რომელსაც აქციების დასაშლელად იყენებს ხოლმე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის 12-ე პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყანეს და დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ყველასათვის უცნობი იყო თუ სად იმყოფებოდა მოშიმშილე ექსპრეზიდენტი. მოგვიანებით კი პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია რომ ექსპრეზიდენტი, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი. თუმცა სახალხო დამცველმა აღნიშნული დაწესებულების დათვალირების შემდეგ, არაერთხელ აღნიშნა, რომ კლინიკა სპეციალური აპარატურით აღჭურვილი არ იყო.