პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიაზე ამბობს, რომ მას სააკაშვილი კომპრომატებით მართავს.
“ძალიან გაბრიყვებულია გახარია და ჩვენ ვნახეთ, როგორ დაკარგა საკუთარი სახე, თავი და ყველაფერი დაკარგა ამ ადამიანმა. მე ადრე ვთქვი, რომ ამას მოხერხება უნდა, იყოს კაცი პრემიერმინისტრი და გახდეს სააკაშვილის მარიონეტი. სააკაშვილის ბუნებრივი მოკავშირეა გახარია – ეს ძალიან მარტივი წასაკითხია, ინფორმაციაც რომ არ ჰქონდეს ადამიანს. თავიდან ბოლომდე არის სააკაშვილის თამაშში ჩრთული. არ მინდა დამატებით სპეკულაცია ამ საკითხზე, მაგრამ უამრავი ინფორმაცია არსებობს და ძალიან მარტივად იკითხება. ალბათ, როგორ ჩანს, რაღაცა ძალიან დიდი ვალი აქვს სააკაშვილის და კომპრომატებით მართავს ამ გაბრიყვებულ ადამიანს”,– ამბობს ღარიბაშვილმა.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ყოფილი პრემეირი “კლასიკური მოღალატეა”.