“კომპრომისის სივრცე არსებობს”- ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში და ამ დროს მათი ამოცანა არის ის, რომ თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ კომპრომისები გამოძებნონ.
“ოღონდ, ბუნებრივია, ამ კომპრომისის გამოძებნის პროცესში ჩვენი პოზიცია არის მყარი, რომ ის, რაც არის ქვეყნისთვის ცუდი და უკანონო ვერ შედგება კომპრომისის ხარჯზე. მაგრამ ვფიქრობ, კომპრომისის სივრცე არსებობს და თუ იქნება პასუხისმგებლიანი მიდგომა, საბოლოო ჯამში მხარეები მოვახერხებთ, იმედი მაქვს, მოვახერხებთ, შეთანხმებისკენ წასვლას”, — განაცხადა ბაქრაძემ.
პოლიტიკური პარტიის ლიდერების შეხვედრა აშშ-ს ელჩ კელი დეგნანთან ამ წუთებში დასრულდა. შეხვედრას ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ქართული ოცნებიდან, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეც ესწრებოდა.