კომუნიკაციების კომისია კვლავ აგრძელებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, კერძოდ, საკუთარ განცხადებებში ჯიუტად ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს საქართველოში საკომუნიკაციო მომსახურების ფასები საგანგაშოდ მაღალია. გვსურს კომისიის მიერვე გამოქვეყნებული კვლევის შედეგებიდან წარმოგიდგინოთ ამონარიდი ფიზიკური პირების მობილური ინტერნეტის მოცულობითი პაკეტების ტარიფებთან დაკავშირებით:
- საქართველოში მობილური ინტერნეტის ყველა მოცულობითი პაკეტის ფასი 13%-დან 53%-მდე დაბალია ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით (კვლევა გვ.14);
მოცულობა | საქართველოს – ფასი* | ევროპის საშუალო – ფასი* | სხვაობა საქართველოსა და ევროპის საშუალოს ფასებს შორის | კომენტარი |
---|---|---|---|---|
0.5 გბ | 6 | 8 | -25% | საქართველოს ფასი 25%-ით დაბალია ევროპის საშუალოზე |
1 გბ | 6 | 9 | -35% | საქართველოს ფასი 35%-ით დაბალია ევროპის საშუალოზე |
2 გბ | 9 | 12 | -25% | საქართველოს ფასი 25%-ით დაბალია ევროპის საშუალოზე |
5 გბ | 14 | 17 | -21% | საქართველოს ფასი 21%-ით დაბალია ევროპის საშუალოზე |
10 გბ | 20 | 24 | -14% | საქართველოს ფასი 14%-ით დაბალია ევროპის საშუალოზე |
20 გბ | 34 | 39 | -13% | საქართველოს ფასი 13%-ით დაბალია ევროპის საშუალოზე |
50 გბ | 36 | 77 | -53% | საქართველოს ფასი 53%-ით დაბალია ევროპის საშუალოზე |
- „ულიმიტო” მობილური ინტერნეტის ტარიფები მეორე ადგილზეა სიიაფით კვლევაში წარმოდგენილი ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით (კვლევა გვ.41).
ქვეყანა | “ულიმიტო მობილური ინტერნეტის” ფასი* |
---|---|
ლატვია | 27 |
საქართველო | 36 |
საბერძნეთი | 61 |
უნგრეთი | 67 |
ლიტვა | 72 |
სლოვაკეთი | 168 |
*ფასები წარმოდგენილია მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის (PPP) შესაბამის აშშ დოლარში, დღგ-ს ჩათვლით.