საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, კომუნკაციასთან დაკავშირებული პრობლემა აღმოიფხვრა და სააკაშვილი ექიმებთან ურთიერთობას გააგრძელებს.
”გუშინ შექმნილი პრობლემა კომუნიკაციასთან დაკავშირებით მოგვარდა და დღეს უკვე მოგვეცა მასთან ისეთი ფორმით კომუნიკაციის შესაძლებლობა, რაც ყველა რისკს გამორიცხავდა, ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტა ანალიზების ჩაბარებაზე უარის თქმა, ასევე გააგრძელოს მედიკოსებთან კომუნიკაცია და კონსილიუმის წევრებთან.დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში, კონსილიუმის წევრები ელოდებოდნენ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას, თუმცა პროტესტის ამ მძიმე ფორმის გამო, მიხეილ სააკაშვილი მათ არ ხვდებოდა, ბოდიშს უხდის კონსილიუმის წევრებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს მის პატივისცემასა და ნდობას კონსილიუმის წევრების მიმართ,” – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი 28-ე დღეა შიმშილობს.