”კარგად ვარ, მაგრამ უკეთესადაც ვყოფილვარ, უფრო უკეთესად ვიქნები. ყველგან მაქვს დაზიანება, ტვინის შერყევა მაქვს. დაჟეჟილობა ბევრ ადგილას და ტვინის შერყევა, ეს არის ჯერჯერობით რაც მაქვს. არაფერი, ხანდახან უნდა გაილახო სამშობლოსთვის, ეგ არ არის პრობლემა, ამით ვერავის ვერ შეაშინებენ, ეს იყო რაღაც ლაჩრული ჩასაფრებით, რასაკვირველია ორგანიზებული ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ამის არ გვეშინია, ისევ იგივეს გავიმეორებ, არა რუსულ კანონს და არა რუსულ რეჟიმს.
მე დავიბადე საბჭოთა კავშირში, ბავშვი ვიყავი, მაგრამ მაშინაც აქტიური ვიყავი საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, კომუნისტების არ მეშინოდა და ახლა არ მგონია, რომ ამ სერგო ორჯონიკიძეების და მამია ორახელაშვილების და ფილიპე მახარაძეების ამ ჩინურმა ვერსიამ შეგვაშინოს, არაფერი, ბრძოლა გრძელდება, უნდა ვიყოთ მტკიცე, დაუღლელები, ეს მცდელობები არის დაშინების მცდელობა მაგრამ გარწმუნებთ, ვერ შეგვაშინებენ, უნდა ვიყოთ მეტნი შემდეგ აქციებზე, იმის შემდეგ აქციებზე კიდევ უფრო მეტნი, ეს რუსული კანონი არ უნდა გავატანინოთ რაც იქნება ამ რუსული რეჟიმის დასასრული, ვერ შეგვაშინებენ, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას”
აცხადებს ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი, გია ჯაფარიძე, რომელსაც გუშინ სახთან თავს დაესხნენ და ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
ცნობისთვის, 8 მაისს თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, ასევე, აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს, გია ჯაფარიძეს. სახლში მიუვარდნენ გიორგი ონიანსაც.