კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემიის ხელახალი გავრცელება დაიწყო.ამის შესახებ ინფორმაციას CNN- ი ავრცელებს.
კონგოში ვირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაინფიცირებულები იზოლაციაში იმყოფებიან, ვირუსით ხუთი ადამიანია გარდაიცვალა.
“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები უკვე იმყოფებიან ქალაქ მბანდაკაში, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიასთან საბროლველად ჩავიდნენ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ეს დაავადება გვახსენებს, რომ COVID-19 არ არის ერთადერთი საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჯანმო აგრძელებს ჯანმრთელობის გამოწვევების მრავალი შემთხვევის მონიტორინგს”, – წერს მიკრობლოგ Twitter-ზე ჯანმო-ს გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანო ღებრეიესუსი.
მიიჩნევა, რომ თავდაპირველად ვირუსი ადამიანებში ინფიცირებული ცხოველების, კერძოდ ღამურების და პრიმატების ბიოლოგიურ სითხეებთან ან ქსოვილთან ექსპოზიციით გავრცელდა.
ებოლას ყველაზე მასშტაბური ეპიდემიური აფეთქება 2014-2016 წლებში დაფიქსირდა, რომელმაც მოიცვა დასავლეთ აფრიკის ნაწილი და საბოლოოდ 11 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ებოლას ვირუსი 1976 წელს ზაირში აღმოაჩინეს.