ვაშინგტონში, კონგრესის შენობიდან სამართალდამცველები ევაკუაციას ახორციელებენ ბომბის აფეთქების საფრთხის გამო.
პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ საეჭვო ავტომობილის მძღოლთან, რომელმაც ავტომობილი ბიბლიოთეკასთან გააჩერა და უთხრა ოფიცერს, რომ მას ჰქონდა ბომბი, ხოლო ხელში, სავარაუდოდ, დეტონატორი ეჭირა.
პოლიციელების თქმით, მძღოლის მოტივები ამ დრომდე უცნობია.