,,ევროპული საქართველოს” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი მე-9 კონგრესმენის მიერ საქართველოს მთავრობის სანქცირებისთვის მხარდაჭერას ეხმიანება და ამბობს, რომ ნიშნავს, რომ საქართველოს იმიჯი ისეთი აღარ არის, როგორიც წლების წინ იყო.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი სანქციებს იმსახურებს, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის მხრიდან.
,,ეს არის ძალიან შემაშფოთებელი და ამის ინდიკატორი არის ის, რომ კიდევ ერთი კონგრესმენი დაემატა ამ მოთხოვნას. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი იმსახურებს სანქციებს, ის პირველ რიგში სანქციებს იმსახურებს ქართველი ხალხის მხრიდან, მაგრამ აქ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის ყოველი დღე კიდევ უფრო მეტად აღრმავებს ძალიან ცუდ და არასასიამოვნო იმიჯს ქვეყნისას,“- აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
მისივე თქმით, საქართველოს რეპუტაციაზე ,,ქართული ოცნების” მიერ პროპორციული არჩევნების დაპირების უკან წაღებამ იმოქმედა.
„ეს პირდაპირ უკავშირდება თუნდაც იმ მოვლენებს, რაც ვითარდება ქვეყანაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში, როცა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ უბრალოდ გადაადგო ქართველი ხალხი, როცა ივნისში დაპირდა ამას. ბუნებრივია, პარტნიორები დაინტერესებულნი არიან, რომ ქვეყანაში იყოს პოლიტიკური კონსენსუსი საარჩევნო სისტემაზე, რაც მათი ძალისხმევით მოხდა კიდეც, მთავარია ახლა ამის იმპლემენტაცია მოხდეს”,- ამბობს ჭიაბერაშვილი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ,,კონგრესმენების აქტიურობა კიდევ ერთი სიგნალია, რომ არავინ აპირებს 8 მარტს მიღებული შეთანხმება, რაც აშშ-ის და ევროკავშირის შუამავლობით მოხდა, ვინმემ თაროზე შემოდოს”.
საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესების კანონპროექტს აშშ-ის კიდევ ერთი, მე-9 კონგრესმენი, რობ ბიშოპი მიემხრო. კონგრესმენმა კანონპროექტს მხარი 5 მაისს დაუჭირა.