“თუკი FARA-ს ანგარიშში მოხსენიებულია საელჩოს თანამშრომელი და მითითებულია თანხა, რომლის რეალიზებაში, გახარჯვაში მითითებულია, რომ აშშ-ის საელჩოს თანამშრომელია ჩართული. კონკრეტული უარყოფაა საჭირო და ვინმესკენ ხელის გაშვერა, მით უმეტეს ხელისუფლებისაკენ არ არის სწორი და არ წაადგება ორი ქვეყნის ურთიერთობას და აშშ-ის იმიჯსაც. სხვა სახის განცხადება უნდა გაკეთდეს. რა სახის აქტივობებში იყო ეს ადამიანი ჩართული, იყო თუ არა, და რატომ არის ამ მისი გვარი ამ ანგარიშში მითითებული”,

აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი და აღნიშნავს, რომ აშშ-ის საელჩომ უნდა განმარტოს რა ლობისტურ საქმიანობაში იყო ჩართული მათი თანამშრომელი და რატომაა ის FARA-ს ანგარიშში.