,,ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, კონკურენციის სააგენტო უკვე 16 თვეა პურის ფასის ზრდის მიზეზებს იკვლევს და ამ დროის განმავლობაში 2 მლნ ლარი ხელფასებში გაიცა.
სსიპ კონკურენციის სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელიწადში 2,200,000 ლარით ფინანსება, სააგენტოს ბიუჯეტის ნახევარზე მეტი, 1.45 მილიონი ლარი, მხოლოდ ხელფასებზე იხარჯება.
სააგენტო 2014 წელს შეიქმნა დაარსებიდან დღემდე მხოლოდ 1 ჯარიმა აქვს გამოწერილი მაშინ, როდესაც საწვავის ბაზარი შეისწავლეს
2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, კონკურენციის სააგენტოში 43 ადამიანი არის დასაქმებული, მათი სახელფასო ბიუჯეტი 1.45 მილიონი ლარია. გამოდის, თითო თანამშრომელი თვეში დაახლოებით 2,800 ლარს იღებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ კონკურენციის სააგენტოს 2018 წლის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება გაეზარდა, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოში დასაქმებულთა რაოდენობა არ გაზრდილა. (2018 წელი – 1,861,500 ლარი, 2019 და 2020 წლები – 2,200,000 ლარი).
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ყოფილი ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძეა, ის თანამდებობაზე 2019 წელს დაინიშნა.
სააგენტოს პურის ფასის გაზრდის მიზეზების დადგენა ყოფილმა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ 2018 წლის დეკემბერში დაავალა.