“ქალბატონი ზურაბიშვილი კონსენსუსში ვერანაირ როლს ვერ შეასრულებს იქედან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, თავად განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში არ ერევა” – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას პოლიტიკურ პროცესებში პრეზიდენტის მედიატორის სახით ჩართულობის შესახებ.
„მე მგონი მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ნონსენსია, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პოლიტიკაში არ ერევა. მან იმით, რომ არჩევნების დღეს ხვამლის მთაზე ისვენებდა, უკვე გააკეთა განაცხადი. ასევე, ყველა განცხადება, რომელიც აქამდე ჰქონდა გაკეთებული ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი განცხადება იყო. სხვა რომ არაფერი ვიცოდეთ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ის არის მხარე. ასე, რომ სამწუხაროდ, ქალბატონმა ზურაბიშვილმა ძალიან დააგვიანა ამ პროცესში ჩართვა. თუ რამე კარგი იდეა ექნება, რა თქმა უნდა, ვისგანაც არ უნდა წამოვიდეს, მსჯელობის საგანი აუცილებლად გახდება. რაც შეეხება შეწყალებას, ზურაბიშვილის პრეროგატივაა, ის თუ ამას გამოიყენებს, რა თქმა უნდა, ამით პოლიტიკური პროცესის დარეგულირების საკითხში პოზოტიურ წვლილს შეიტანს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.