კონსპიროლოგიის თეორიების მოყვარულები დარწმუნებულები არიან, რომ დროში მოგზაურობის დამადასტურებელი უდაო მტკიცებულება აღმოაჩინეს: თითქოსდა ძვებერძნულ ნახატზე, რომლის ასაკი 2500 წელია და სამარხზე, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 100 წელს ეკუთვნის, თანამედროვე “ნოუთბუქის“ გამოყენებაა ასახული.
ამის შესახებ გამოცემა Daily Star წერს.
დროსა და სივრცეში შესაძლო მოგზაურობის შესახებ საკუთარი თეორიების დასამტკიცებლად კონსპიროლოგების ჯგუფი 2500 წლის წინ შექმნილ ფოტოს იშველიებს, რომელიც სურაზეა დატანილი და რომელიც თითქოსდა ასახავს ადამიანს ნოუთბუქით ხელში.
ამ თეორიის მიმდევრები არაფრად აგდებენ ერთ დეტალს – ნახატზე გამოსახულ ადამიანს ხელში სტილუსი უჭირავს, და თითქოს ამით აპირებს “ნოუთბუქზე“ ტექსტის აკრეფას. ისინი არ აღიარებენ, რომ ნახატზე გამოსახული ადამიანი შესაძლოა რამე სხვა საქმიანობით იყოს დაკავებული.
საკუთარი თეორიის გასამყარებლად მათ კიდევ ერთი ძვებერძნული ნამუშევარი მოჰყავთ – კიდევ ერთ მტკიცებულებად ძველი სამარხის ქვას იყენებენ, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 100 წელს შეიქმნა. კონსპიროლოგებმა აქაც ნოუთბუქი აღმოაჩინეს. და ამ შემთხვევაში მათი მტკიცებით ნოუთბუქს USB პორტებიც კი აქვს.
არადა შეთქმულების თეორიების მოყვარულთა “უტყუარ მტკიცებულებებს“ დროში მოგზაურობისა და “ძველბერძნული ნოუთბუქის“ არსებობის შესახებ არქეოლოგ კრისტინა კილგროუვის ძალიან რაციონალური დასკვნები ანგრევს – მეცნიერის თქმით, ძველბერძნულ სიძველეებზე როგრც ჩანს ცვლილის დაფები და სპეციალური ჯოხებია გამოსახული, რომლებიც იმ დროს საწერად ფართოდ გამოიყენებოდა. მან “USB–პორტების“–არსებობაც ახსნა– მისი ვარაუდით, ამ ხვრელებში საფლავის ქვის გვერდებზე ხის ნივთები იყო ჩაჭედილი, რომლებიც დროთა განმავლობაში უბრალოდ დალპა.