პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის თავზე პარლამენტთან აქტივისტებმა კარვის გაშლა სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ მათ არ მისცა და რამდენიმე აქტივისტი დააკავა. დაკავებულებს შორის არის მოძრაობა საქართველოსთვის წევრი გიორგი მუმლაძე.
აქციის მონაწილეები კარვის გაშლას რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდნენ და სამართალდამცველებს ეუბნებოდნენ, რომ მათ ამის კონსტიტუციური უფლება აქვთ.