ენმ-ს წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მზად არიან გახარიასთან კონსულტაციებისთვის.
მისი თქმით, გახარიას არჩევნების შემდეგ მას აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ კონკრეტული ქმედებით დაამტკიცოს, რომ ის არის ოპოზიციაში, თუ ის არის ივანიშვილის პროექტი.
“საჯარო იქნება თუ არა საჯარო, მრგვალი თუ ოთხკუთხედი მაგიდის ირგვლივ, მთავარია რომ ამ ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, იმასთან დაკავშირებით თუ სად დგება, ოპოზიციასთან თუ ხელისუფლებასთან… ბუნებრივია რომ ამ კონსულტაციებზე ჩვენ მზად ვართ, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია მოხდეს ოპოზიციური კოალიციური მთავრობების ფორმირება ადგილობრივ დონეზე”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, დღეს გახარიამ ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას ღია კონსულტაციებისკენ მოუწოდა.