[კონტრშეტევა] კინო არაა, გამიჭირდება გითხრათ, როგორ დაინახავთ კონტრშეტევას. მთავარია, რომ ეს დაინახოს რუსეთმა, და არა მხოლოდ დაინახოს, არამედ იგრძნოს. და განსაკუთრებით ჩვენ ვსაუბრობთ იმ ჯარებზე, რომლებმაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინეს. ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია – სწორედ ეს არის კონტრშეტევის შედეგი. როდესაც ეს მოხდება, მიხვდებით, რომ ეს ხდება.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის პრეზიდენტთან ერთობლივი კონფერენციის დროს.