“გადავწყვიტეთ ერთობლივად, რომ მოვამზადოთ [ევროსაბჭოს სესისთვის], ევროსაბჭოში იქნება 7 აპრილიდან სესია, სადაც იქნება მიღებული საქართველოზე ალბათ ძალიან მკაცრი რეზოლუცია, სადაც სწორედ პოლიტიკური პატიმრების საკითხი პირველ პლანზე, ასევე ყველა ის ახალი კანონი, რაც მიღებულია ამ დღეებში და რომელიც ცდილობს, რომ ერთის მხრივ FARA-თი მთელი სამოქალაქო საზოგადოება ჩაახშოს, მაგრამ ამის მიმართაც მოინახება გზები და ამაზე ვმუშაობთ, რომ ეს გზები იქნეს მონახული. ჩვენ არავითარ შემთხვევაში, არ ჩავთვალოთ, რომ იმიტომ რომ ხელისუფლება ყოველდღიურად იღებს ახალ რეპრესიულ კანონებს, ეს იმის ნიშანია, რომ რამენაირად თვითონ ძლიერდება. არა ძლიერდება პირიქით პროტესტი, იმიტომ რომ უფრო მეტი ხალხი ხვდება იმას, თუ რას აკეთებს ეს ხელისუფლება, რა მიმართულებით მიდის.

და უფრო მეტი ადამიანი უერთებდა იმ ჩვენს გზავნილს და გზას, რომელიც გუშინ გამოვაცხადე და ასახავს აქ შემოსული პარტიების ერთიან პოზიციას, რომ ჩვენ მივდივარ არჩვენების გზაზე, მშვიდობიან გზაზე და ჩვენ მივაღწევთ არჩევნებსაც და პოლიტ.პატიმრების გათავისუფლებასაც”. – თქვა ზურაბიშვილმა.

როგორც საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა განაცხადა, ესაა პარტიების შეჯერებული პოზიციები, რაც არ გამორიცხავს რომ შემდეგ პარტიებმა თავიანთი ხედვებიც წარადგინონ.

“დღეს კოორდინაცია შედგა. ის კოორდინაცია, რომელიც თავისი წესებით გუშინ გამოცხადდა, რომ ჩვენ უნდა შევაჯეროთ პოზიციები იმ მთავარ გამოწვევებზე და საკითხებზე, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს”.

აცხდებს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

ცოტა ხნის წინ, ზურაბიშვილი ოპოზიციურ პარტიების ნაწილს შეხვდა.