კორეამ საქართველოში COVID-19-ის ტესტების ახალი მარაგი გამოგზავნა

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ოთარ ბერძენიშვილის ინფორმაციით, კორეამ საქართველის COVID-19-ის ტესტების ახალი მარაგი გამოგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია ელჩმა საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა.

“ცნობილი კორეული კომპანია SD Biosensor, საქართველოს მიმართულებით COVID-19-ის ტესტების ახალ ნაკადს აგზავნის. მადლიერებას გამოვხატავთ ამ ხანგრძლივ თანამშრომლობაში ჩართული მხარეების მიმართ,” – წერს ბერძენიშვილი.

საელჩოს ინფორმაციით ტვირთი საქართველოში 5 მაისს ჩამოვა.

ცნობისთვის, საქართველოს სამინისტოებისა და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით, კორეულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობითა და კორეის მთავრობის ხელშეწყობით კორეული კომპანია – SD Biosensor, Inc. საქართველოში კოვიდ 19-ის ანტიგენის აღმოჩენის ტესტების ექსპორტს ახორციელებს.