საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საპატრიარქოში ჩატარებული ყველა PCR ტესტის პასუხი ნეგატიურია.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღეს საქართველოს საპატრიარქოში რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის (ლაბორატორია) წარმომადგენლებმა საპატრიარქოს თანამშრომლებს PCR ტესტირება ჩაუტარეს.
გვინდა, გაცნობოთ, რომ საპატრიარქოში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია”,– წერია საპატრიარქოს განცხადებაში.
ცნობისთვის, ილია მეორის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, რაც ტესტირების ჩატარების მიზეზი გახდა.