კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 მლნ ,,ქართუმ” ჩარიცხა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ StopCov-ფონდში 100 მლნ ლარი „ქართუ ფონდმა“ ჩარიცხა.

ინფორმაცია დაადასტურა ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმაც. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია StopCoV ფონდში შეადგენს 100 მილიონ ლარს.

„ბატონმა ბიძინამ სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი „ქართუ ფონდში“ რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა და ეს თანხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე უკვე აისახა“, – თქვა ჩხეტიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ StopCoV ფონდში 8 აპრილს, საღამოს 100 მლნ ჩაირიცხა და 124 543 899 ლარი გახდა.