კორონავირუსთან ერთად დაახლოებით 1 წელი, წელიწად-ნახევარი მოგვიწევს ცხოვრება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხემძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსი 1, 2 ან 5 თვეში ვერ გაქრება და მასთან თანაცხოვრებას უნდა შევეგუოთ.

მისი თქმით, COVID-19–თან ერთად 1 წელი, წელიწად–ნახევარი მოგვიწევს ცხოვრება.

„ეს არის გლობალური პოლიტიკა , რომ ჩვენი მთავარი სლოგანია – ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად. კორონავირუსული ინფექცია არ გაქრება არც ერთ თვეში და არც ხუთ თვეში, დაახლოებით 1 წელი, წელიწანახევარი მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრება ისევე, როგორც ვცხოვრობთ გრიპთან ერთად, დიაბეტთან ერთად, სხვა დაავადებებთან ერთად, ხომ არ ვკეტავთ ქვეყანას? უნდა გავითავისოთ, რომ ეს დაავადება გაჩნდა, არსებობს და არ მოისპობა ჯერჯერობით, ვიდრე არ იქნება პირდაპირი მოქმედების ეტიოტროპული წამალი ან ვაქცინა. თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა არავითარ ჩაკეტვებზე და ღონისძიებების გამკაცრებებზე საუბარი არ იქნება, მხედველობაში მაქვს საგანგებო მდგომარეობა”,– ამბობ გამყრელიძე.

მისი თქმით, მიკროღონისძიებების გამკაცრება, რაც ყარაჯალაში ან ბოლნისში იყო, შეიძლება კიდევ გახდეს საჭირო, თუმცა არა ფართო მასშტაბით.