კორონავირუსით ბოლო 24 საათში 45 ადამიანი გარდაიცვალა, სულ – 778

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 3 117 ახალი შემთხვევა, ხოლო 3 638 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ მონაცემები stopcov.ge–ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 85952;
  • გამოჯანმრთელებულია – 68929;
  • გარდაცვლილია – 778;
  • კარანტინშია – 2797;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 5662′
  • კოვიდ სასტუმროშია – 3351.