კორონავირუსით გარდაცვლილ 61 წლის ქალს პნევმონია, ჭარბი წონა და გულის უკმარისობა ჰქონდა

კორონავირუსით გარდაცვლილი 38-ე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 61 წლის ქალი კლინიკაში წუხელ ღამით მოათავსეს, მას პნევმონია, ჭარბი წონა და გულის უკმარისობა აღენიშნებიდა.

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”,- აცხადებენ უწყებაში.

დღეს საქართველოში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა.