კორონავირუსით დღემდე 103927 ბავშვი და მოზარდი დაინფიცირდა, 9 კი გარდაიცვალა – გამყრელიძე

“კორონავირუსით დღემდე 103927 ბავშვი და მოზარდი დაინფიცირდა, 9 კი გარდაიცვალა “- აცხადებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, ინფიცირების საერთო რაოდენობის დაახლოებით 15% არის მოზარდები.

“დაახლოებით 15% არის ინფიცირებული მოზარდების საერთო ინფიცირებაში ამ ხნის განმავლობაში, 103 927 18 წლამდე ბავშვი და მოზარდია ინფიცირებული, აქედან 6 979-ს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა და სამწუხაროდ, 9 გვქონდა ლეტალური გამოსავალი ბავშვებსა და მოზარდებში. თუ არ ჩავთვლით 3 ჩვილს, სხვა ყველა შემთხვევაში იყო თანმხლები მძიმე გენეტიკური დაავადება”, – განაცხადა გამყრელიძემ.