დღეს კორონავირუსით გარდაცვლილი 2 პაციენტიდან ერთი ბათუმში მკურნალობდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილია 90 წლის კაცი, რომელსაც კორონავირუსთან ერთად სხვა თანმხლები დაავადებები ჰქონდა. პაციენტი კლინიკაში 22 სექტემბერს მოათავსეს.
“დიაგნოზით COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ტვინის ინფარქტი. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: პარკინსონის დაავადება”,– აცხადებს უწყება.
ბოლო 24 საათში 252 ადამიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში COVID-19 სულ 8 118 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 4 244 უკვე გამოჯანმრთელდა, 50 კი დაიღუპა.