ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ექიმები აცხადებენ, 70 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი, მას ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნება. 70 წლის მამაკაცს მოგზაურობის ისტორია აქვს. ამასთან, კიდევ ერთი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნება. რაც შეეხება ხუთ ინფიცირებულს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ბათუმში კორონავირუსისთ ინფიცირებულებს ორ კლინიკაში მკურნალობენ. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საკარანტინო სივრციდან ექვსი მოქალაქე კლინიკაში, ვირუსის საეჭვო ნიშნებით მოათავსეს. მოქალაქეებს სინჯები უკვე აუღეს და ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.
ცნობისთვის, აჭარაში 12 საკარანტინო სივრცე გაიხსნა, სადაც 2000-მდე პირია მოთავსებული, 100-ზე მეტი კი თვითიზოლაციაში იმყოფება