ი კორონავირუსით ინფიცირებული 585 მძიმე პაციენტი მკურნალობს. როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 585 მძიმე პაციენტიდან 278 თბილისში მკურნალობს.
“ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 612. 4 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 282, აჭარაში – 740. მძიმე პაციენტი გვყავს – 585, მათ შორის, თბილისში – 278, აჭარაში – 102. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 345 პირი – მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 98.
2 599 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 299 – აჭარაში, ხოლო 849 – თბილისში. 7 343 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 015 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 651, აჭარაში-1 346.
სულ 6 ოქტომბრიდან – 6 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 12 731 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 34 439 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 3 502 პირი, აჭარაში – 15 693, იმერეთში – 4 301″, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.