პარლამენტში ინფიცირებული დეპუტატების რაოდენობა 5–მდე გაიზარდა. კორონავირუსი კიდევ ორ დეპუტატს, ირაკლი მეძმარიაშვილს და ირაკლი ზარქუას დაუდასტურდა.
დეპუტატების ინფიცირებასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
გუშინ ვირუსი სამ დეპუტატს: მამუკა მდინარაძეს, ბექა დავითულიანს და მაია მენაღარიშვილს დაუდასტურდა.