კორონავირუსით ინფიცირებული დეპუტატების რაოდენობა 5-მდე გაიზარდა

პარლამენტში ინფიცირებული დეპუტატების რაოდენობა 5–მდე გაიზარდა. კორონავირუსი კიდევ ორ დეპუტატს, ირაკლი მეძმარიაშვილს და ირაკლი ზარქუას დაუდასტურდა.

დეპუტატების ინფიცირებასთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

გუშინ ვირუსი სამ დეპუტატს: მამუკა მდინარაძეს, ბექა დავითულიანს და მაია მენაღარიშვილს დაუდასტურდა.