“ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ მსუბუქი მიმდინარეობა, ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, მკურნალობას გაივლიან სახლში”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მსუბუქი პაციენტების პირველი კომუნიკაცია სატელეფონო ზარით მოხდება და დღეს უკვე არსებობს საშუალება, რომ რომ 112-ზე განხორციელებული ზარების შედეგად დაიგეგმოს შემდგომი ტაქტიკა.
“ექიმი პაციენტებს ტელეფონით გაესაუბრება და შემდეგ გადაწყდება პაციენტი გადავა სტაციონარში თუ ბინაზე გააგრძელებს მკურნალობას. გართულების ან რაიმე სხვა საჭიროების შემთხვევაში ექიმთან კონსულტაციის შემდეგ პაციენტს საავადმყოფოში გადაიყვანენ”, – განაცხადა მინისტრმა.
ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ კონსულტაცია ჩინელ ექიმებთან გაიარეს, და მათგან მიღებული სტატისტიკის მიხედვით, “კოვიდ 9”-ის ძირითადი შემთხვევბი უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს. ეს ხდება დაავადებულთა 80%-ში.