ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების რეკორდულად მაღალი – 4 780 ახალი შემთხვევა, ხოლო 3 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები stopcov.ge–ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით ქვეყანაში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია -123 470
- გამოჯანმრთელებულია – 102 270
- გარდაცვლილია – 1 161
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 2 114
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 863
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 251
- მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი