თბილისში, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და მდგომარეობა კრიტიკულად ფასდებოდა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, ჩვილს კორონავირუსის ალფა (ბრიტანული) შტამი ჰქონდა დადასტურებული.
კლინიკაში რჩება კოვიდინფიცირებული ორი ჩვილი. მათი მდგომარეობაც მძიმეა და ორივე მათგანი მართვით სუნთქვაზეა.