კორონავირუსისგან გარდაცვლილი 41-ე პაციენტი ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინფიცირებულ 82 წლის კაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა.
„გარდაცვლილია 82 წლის კაცი, პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავდმყოფოში მკურნალობდა 29 სექტემბრიდან. დიაგნოზი: COVID -19, სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება, ორმხრივი ტოტალური პნევმონია. თანმხლები დაავდება: გულის მწვავე უკმარისობა.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 1 ოქტომბერს”,- აცხადებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო.
ცნობისთვის, კორონავირუსით დღეს მეორე, 41–ე პაციენტი გარდაიცვალა.