საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 352 ახალი დადასტურებული შემთხვევა, 48 პაციენტი გარდაიცვალა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 50 430 კვლევა, აქედან 30 564 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 19 866 PCR-ით.
ბოლო 24 საათში გაკეთდა 23 935 აცრა. ჯამში ამ დროისთვის 688 940 ადამიანია აცრილი, მათგან 210 776 ორჯერადად.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 10,61%-ია, ბოლო 14 დღის – 9,33% ხოლო 7 დღის – 10,27%.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 45 832 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6 578 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში