კორონავირუსით 48 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 352 ახალი შემთხვევა

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 352 ახალი დადასტურებული შემთხვევა,  48 პაციენტი გარდაიცვალა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 50 430 კვლევა, აქედან 30 564 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 19 866 ​PCR-ით.

ბოლო 24 საათში გაკეთდა 23 935 აცრა. ჯამში ამ დროისთვის 688 940 ადამიანია აცრილი, მათგან 210 776​ ორჯერადად.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 10,61%-ია, ბოლო 14 დღის – 9,33% ხოლო 7 დღის – 10,27%.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 45 832 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6 578 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში